17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე" - ბაჩანა შენგელია პროკურატურას მისი დედის გარდაცვალების გარემოებებზე ჩვენებას აძლევს

ია კერზაიას გარდაცვალებიის საქმეში, პოლიტიკური ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს, ბაჩანა შენგელია დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს გააცნობს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას, მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის გაყალბებულ დოკუმენტაციასაც მიაწვდის. ბაჩანა შენგელია, გამომძიებლებს გადასცემს ვიდეოჩანაწერსაც, რომლის შინაარსიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

„ეს საქმე არის შესაძლო ზეწოლის საქმე და პოლიტიკური დევნის საქმე, შესაბამისად ბუნებრივია ყველა დოკუმენტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია უკავშირდება ამ საქმეს და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია ეს ყველაფერი. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მას რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია იმ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და დევნამ და ტერორმა, რაც განახორციელეს მის საჯარო სკოლაში, რამაც სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის გაუარესება და სამწუხაროდ გარდაცვალება გამოიწვია,“-განაცხადა ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელიას ადვოკატის ინფორმაციით, მტკიცებულებებით იკვეთება როგორც განათლების მინისტრის, ასევე მონიტორინგის სამსახურისა და რესურსცენტრის ორი თანამშრომლის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები