17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
აფეთქება საოკუპაციო ზოლში - სოფელ დიცთან ოკუპანტებმა სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა ააფეთქეს

საოკუპაციო ზოლში ორი აფეთქება მოხდა. საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა ააფეთქეს.

როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ადგილობრივი მედია წერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დანაღმულ ტერიტორიაზე ნაღმები გააუვნებელჰყვეს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ დიცის სიახლოვეს ტრაქტორის მძღოლმა ნაღმი იპოვა, რის შემდეგაც დანაღმული ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები დაიგეგმა.

ოკუპანტებმა ცხელი ხაზის საშუალებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გააფრთხილეს. შესაბამისად, აფეთქების ხმას სოფელში პანიკა არ გამოუწვევია.  

დღის ამბები