17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
„შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია" - ჯანდაცვის მინისტრის წითელას ინფექციაზე 

„შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია" - ეს განცხადება, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში წითელათი დაინფიცირების შემთხვევების შესახებ საუბრისას გააკეთა. 

სერგეენკოს თქმით, წითელათი დაავადების რისკ-ჯგუფს 20-დან 40 წლამდე ადამიანები წარმოადგენენ.  

მინისტრის განცხადებითვე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიმართვიანობა გაზრდილია. 

„შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა შემთხვევების ზრდის სიჩქარე საბედნიეროდ შენელდა და შენელდა მნიშვნელოვნად. ანუ, მატულობს შემთხვევების რაოდენობა, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც იყო იქამდე. ეს მიღწეული იქნა იმით, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ვაქცინაციაში. 65 ათასი ვაქცინაცია ძალიან კარგია, თუ ჩვენ სამიზნე გვაქვს 20-40 წლის ასაკის ფარგლებში 200 ათასი ადამიანი. გადავწყვიტეთ, რომ თავი დაგვეზღვია შემდეგი შესყიდული პარტიის ჩამოსვლამდე, რომელიც მარტში იქნება. თეორიულად ერთი საათიც რომ არ ყოფილიყო წყვეტა ამიტომ გადავიზღვიეთ თავი და ეს 100 ათასი უკვე რამდენიმე საათში აქ იქნება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს თითოეული ვაქცინის შეძენა თურქეთისგან 8-დან 10 დოლარამდე უჯდება.

დღის ამბები