17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
„ჩვენ გვჭირდება ამ საქმეზე არა პასუხები, არამედ ხელისუფლების ქმედება“ - კილაძე ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ საუბრობს

„ჩვენ გვჭირდება ამ საქმეზე არა პასუხები, არამედ ხელისუფლების ქმედება,“ - ეს განცხადება, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარმა რედაქტორმა, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის საქმის შესახებ გააკეთა.

ელისო კილაძე პროკურატურასთან, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა. შვილმოკლული მამა გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა და საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

ელისო კილაძე ამბობს, რომ დათუნა სარალიძის მკვლელების გარდა, უნდა დაისაჯონ პანკისის სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირები. 

„ჩვენ გვჭირდება ამ საქმეზე არა პასუხები, არამედ ხელისუფლების ქმედება და ხელისუფლების ქმედება გამოიხატება დამნაშავეების დასჯაში. უნდა იქნას დასჯილი მკვლელი და გონივრული ეჭვები არსებობს და ზაზა სარალიძემ იცის, სავარაუდოდ, ვინ არის მისი შვილის მკვლელი და ასევე უნდა იყოს დასჯილი ყველა ის პირი, ვინც თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა,“ - განაცხადა ელისო კილაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები