17 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტების პროტესტი გრძელდება - სტუდენტები გიორგი ქადაგიძეს შეხვდებიან

ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობასთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათ ილიაუნის E კორპუსიდან მსვლელობით B კორპუსთან გადაინაცვლეს. ისინი გიორგი ქადაგიძეს და ბიზნესკოლის სხვა პროფესორებს შეხვდებიან. შეხვედრა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. 

სტუდენტების მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ისინი ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რატომ გაუქმდა ბიზნესსკოლა. ახალგაზრდები დეკანის თანამდებობაზე კვლავ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ.

სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმით უკმაყოფილოები არიან, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები