17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
„ეს არის თაღლითური სქემა“ - ალეკო ელისაშვილი დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბრობს

"გაუაზრებელი პროექტი" - ასე აფასებს სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი დაგროვებით საპენსიო რეფორმას. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას რამდენიმე დღის წინ სააგენტოდან დაუკავშირდნენ და საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

ელისაშვილი რეფორმას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითი უნდა გახდეს. ამ თემასთან დაკავშირებით სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს, ლევან სურგულაძეს სატელევიზიო დებატებშიც იწვევს.

„შემოგვთავაზა ამ პენსიების სააგენტომ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა და ამ საბჭოში მონაწილეობა და ჩვენ ახლა ხმამაღლა ვამბობთ უარს ამ შემოთავაზებაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გაუაზრებელი ნაბიჯი მათი მხრიდან და ჩვენ ვერანაირ ფუნქციას ამ საზოგადოებრივი საბჭოსას ვერ ვხედავთ. ორი მთავარი საბჭო რაც უნდა ფუნქციონირებდეს პენსიების სააგენტოსთან ეს არის რისკების საბჭო და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საბჭო, რაც უკვე უნდა ფუნქციონირებდეს და არ ფუნქციონირებს ეს არის საინვესტიციო საბჭო. ეს არის თაღლითური სქემა, ეს არის გაუაზრებელი პროექტი. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს პროექტი გახდეს ნებაყოფლობითი,“- განაცხადა ელისაშვილმა.

დღის ამბები