სასულიერო სემინარიის საბჭო უკვე სამი საათია, გოჩა ბარნოვის საკითხზე მსჯელობს. გაათავისუფლებენ თუ არა პროფესორს აკადემიიდან და შეუჩერებენ თუ არა ლექციებს-სემინარიის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
თეოლოგს უფლებამოსილება დროებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს.
სემინარიისთვის და საპატრიარქოსთვის გოჩა ბარნოვის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე დაფიქსირებული პოზიცია გახდა მიუღებელი.
თავად თეოლოგი პოზიციის და შეხედულებების შეცვლას არ აპირებს.