17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ილიას უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება - სტუდენტები ადმინისტრაციას ვადას საღამომდე აძლევენ

პროტესტი ილიას უნივერსიტეტში -  სტუდენტები არ გამორიცხავენ, რომ უნივერსიტეტის რექტორის გადადგომა მოითხოვონ.

ისინი არ ეთანხმებიან სასწავლებელში განხორციელებულ რეორგანიზებას, რომლის შედეგადაც ბიზნეს სკოლა გაუქმდა და ის ახალი ფაკულტეტის მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების შემადგენელი ნაწილი გახდა. სტუდენტებმა ილიაუნის ლექტორთან გუშინდელი უშედეგო შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე უნივერსიტეტში გაათენეს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტუდენტების მოთხოვნების განსახილველად აკადემიური საბჭოს ორშაბათამდე შეკრებას ვერ ახერხებს. სტუდენტები კი ხვალამდე ლოდინს არ აპირებენ. მათ სტუდენტებმა ადმინისტრაციას დრო 19:00 საათამდე მისცეს.

„ჩვენ ორშაბათამდე მოცდას არ ვაპირებთ გრძელდება პროტესტი, 19:00 საათზე ვიკრიბებით ილიაუნისთან, გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები. ჩვენ ახლა უნდა მივიდეთ სტუდენტებთან და მივიღოთ გადაწყვეტილება რა იქნება ჩვენი სამომავლო გეგმები და ქმედებები,“-ამბობს სტუდენტი გიგი ნოზაძე.

დღის ამბები