17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად, დედა-შვილი მოიწამლა. შემთხვევა რუსთავში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში ნამწვის დაგროვება წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები