11 მაისი 2024,   14:19
ვრცლად
გახარია TBC-ზე - აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თიბისი ბანკის საქმეს ეხმაურება. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა, ფინანსური რეგულაციების ფარგლებში, მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

საუბარია მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება უნდა შეუჩერდეთ და მოხდეს მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა. 

შს მინისტრი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან შეხვედრას უარყოფს. გიორგი გახარია ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს მარეგულირებელი მიიღებს. გახარია პრობლემას ვერ ხედავს, თუკი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი საბანკო ინსტიტუტის მართვას ჩამოშორდება.

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური რეგულაციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ გადაწყვეტილებებზე მე რა თქმა უნდა არ და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

"არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმოდეს „თიბისი ბანკის“ ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ, აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება,“-აცხადებს გიორგი გახარია.  

გიორგი გახარია ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ ის მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეხვდა და შეხვედრაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს წილების დათმობა მოსთხოვა. გახარია მსგავსი შეხვედრას არსებობას საერთოდ უარყოფს.   

მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის მოთხოვნის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზარაძე ამბობს,რომ რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში "თიბისი ჯგუფში" საგანგებო თათბირი იწყება, სადაც ბანკის მფლობელებმა სამოქმედო გეგმა უნდა დასახონ.

დღის ამბები