პრემიერ-მინისტრის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ ყოველი საჯარო გამოსვლისას "ქართული ოცნება" ცდილობს არგუმენტების მოსმენას როგორც ოპოზიციისგან, ისე უცხოელებისგან, თუმცა ამას ვერ ისმენენ.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსული კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.
"ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა არის ცალსახა, მნიშვნელოვანია ამ კანონის გაწვევა. ეს კანონი არის რუსული ნაგავი და რუსული ნაგავი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, კანონი უკან უნდა გაიწვიონ, რადგან სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს.
"არანაირი პოზიციების შეჯერება არ იქნება. აგერ მესამე მოსმენაა და თუ რამე უნდათ გაიწვიონ ეს კანონი. კობახიძე ისევ იმეორებს მედებატონ და დისკუსიაში შემოვიდნენო, არ შედის არავინ დისკუსიაში. ერთადერთი მოთხოვნაა გაიწვიონ კანონი! სიტყვას შეცვლის თუ მძიმეს ამაზე არავინ წამოეგება ამ ანკესზე, ეს კანონი არის გასაწვევი!,"- აცხადებს ჩიხლაძე.