17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ჭოგნარის მოსახლეობა სოფლის მიმდებარედ ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.

დღეს სოფლის მაცხოვრებლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ, თუკი არ შეიცვლება ეს გადაწყვეტილება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, არ შემოუშვებენ ტექნიკას და დაიწყებენ შიმშილობას.

ამ სოფლების მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, აწარმოებენ რძის პროდუქტებს და შიშობენ, რომ ნაგავსაყრელი დააბინძურებს ჰაერს და წყალს, რის გამოც, ისინი პროდუქციის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. 

 სამი სოფლის მოსახლეობა ხვალ, პირველ საათზე, ჭოგნარის ტერიტორიაზე აქციას გეგმავს. 

დღის ამბები