19 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დეპუტატები სამომავლო გეგმების განსახილველად გასვლით შეხვედრაზე შეიკრიბნენ 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დეპუტატები სამომავლო გეგმების განსახილველად გასვლით შეხვედრაზე კაჭრეთში შეიკრიბნენ, თუმცა, ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, გარეშე.

კომიტეტის ახალი თავმჯდომარის თქმით, მისი წინამორბედის - ეკა ბესელიას, ინიციატივამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჯერ კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს.

ანრი ოხანაშვილის აზრით, კარგი იქნებოდა, ინიციატივის ავტორები მისულიყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე და თავისი ხედვა წარმოედგინათ. 

„ეს საკითხი უნდა იყოს გამჭვირვალედ წარმართული, სამართლიანად გადაწყვეტილი და კონსტიტუციორობის ტესტი ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ამ კანონპროექტს. ჩვენ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენი საზოგადოების ინტერესს გავითვალისწინებთ და საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არ სურს არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება სამართლიანი და შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამიტომ თუ ვინმეს რამის განხილვა სურდა, უნდა ჩამოსულიყო დღეს. სამწუხაროა, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა აქ, კონკრეტული მიზეზების შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი, რატომ ვერ ჩამოვიდნენ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები