17 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ძლიერმა ქარმა ჩუღურეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ახალი გაკეთებულია ეს ჩვენი სახურავი, ჩვენ თვითონ გადავიხადეთ ნახევარი და ახლა ასეთ დღეში ვართ და რავიცი. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გამგეობა მოგვხედავს და დაგვეხმარება,“- აცხადებს სახლის მცხოვრებელი, ვერიკო ზარიძე. 

ძლიერმა ქარმა დიღომში აივანი მოშალა. ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა კი დედაქალაქის რამდენიმე რაიონში გუშინ ავტომობილები დააზიანა. 

დღის ამბები