ქუთაისში სტიქიის შედეგად ციბაძეების ოჯახი დააზარალდა. გადაუღებელი წვიმის და ქარის გამო, თაბუკაშვილის N 86-ში სახლის კედელი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულმა. ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმყოფებოდნენ.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქის მერია დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებლად დროებით ნაქირავებ ბინაში გადაიყვანს. პარალელურად, ზარალი დაითვლება და სტიქიით დაზარალებული ოჯახის დახმარება სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მოხდება.