17 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
დახურული შეხვედრა საპატრიარქოში - სასულიერო პირები, სავარაუდოდ, მსჯავრდებული დეკანოზის საქმეზე მსჯელობენ

"კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში საპატრიარქოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დახურული შეხვედრა იმართება. არ არის გამორიცხული, წმინდა სინოდის წევრების მიერ განხილვის ერთ-ერთი თემა მამა გიორგი მამალაძის საკითხი იყოს.

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი ამბობს, რომ, მათი ინფორმაციით, დეკანოზის შეწყალების საქმე საპატრიარქოდან დაიბლოკა. მიხეილ რამიშვილის თქმით, პრეზიდენტმა საკუთარ საჯარო განცხადებაში ჩამოთვალა ის საქმეები, რომელზეც შეწყალების აქტს არ გამოსცემდნენ, ამ სიაში "ციანიდის საქმე" არ ყოფილა. სწორედ ამიტომ რამიშვილი ამბობს, რომ მათ პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას საჭირო დოკუმენტაცია მიაწოდეს. 

„საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად იყო, განეხილა მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით განცხადება და დეტალურად ჩამოთვალა, ვის არ შეიწყალებდა, ანუ გარკვეული პირები. ამის შემდეგ ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რაზეც პასუხი მივიღეთ უარი.

თვითონ დამოკიდებულება კომისიის წევრების მხრიდან იყო ნათელი, რომ მათ ესმოდათ, რა უკანონობასთან გვქონდა საქმე. მაგრამ მიუხედავად, ამისა კულუარული ინფორმაციებიდან გავიგეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოდან იმ ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტთან, სადაც თხოვნას დავარქმევთ თუ მოთხოვნას, მაგრამ კატეგორიული პოზიცია იყო, რომ არ ყოფილიყო მამა გიორგი შეწყალებული.

ამას ისიც ამტკიცებს, გვახსოვს თქვენი ეთერით, როდესაც ერთ-ერთმა მეუფემ ბრძანა, რომ თუ იქნება შეწყალებული და გამოვა, მაშინ ჩუმად უნდა იყოს და ხმა არ უნდა ამოიღოს,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

დღის ამბები