17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
„სქესობრივი განათლება სექსის სწავლებას არ გულისხმობს" - ექსპერტი ხატია ახალაიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

განათლების ექსპერტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში ხატია ახალაიას სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილებს ეხმაურება.

ხათუნა ხაჟომია აცხადებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ამ სახის განათლებას სხვადასხვა სახელს არქმევენ, მათ შორის, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ა.შ. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, რა დაერქმევა მას ოფიციალურად, რადგან ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო.

ხათუნა ხაჟომიას თქმით, ის, რასაც აკეთებს ხატია ახალაია, ეს არის არაფორმალური ნაწილი. სპეციალისტი ამბობს, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს ყველაფერი მისი ფიზიოლოგიის შესახებ.

„სქესობრივი განათლება სექსის სწავლებას არ გულისხმობს. ეს არის პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება მშობლების, პარტნიორების, მეგობრების მიმართ. ეს არის ძალიან ფართო ცნება, რომელიც უნდა ისწავლებოდეს საბავშვო ბაღიდან. მაგრამ ის კი არა, რომ რა არის სექსი და რა არის ეროგენული ზონები საბავშვო ბაღის ასაკში, მაგრამ იქ სხვა აქცენტები კეთდება, რომლითაც ვამზადებთ ბავშვს და გარდატეხის ასაკში ვაწვდით ინფორმაციას, რაც არის მისთვის მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ხათუნა ხაჟომიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში სწორად იქნეს დაცული ასაკობრივი ცენზი, თუ რომელ ასაკში რა სახის და რა რაოდენობის ინფორმაცია შეიძლება, ბავშვს მიეწოდოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები