17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"მთავრობა ამ პროექტით დაინტერესებულია" - მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ისაუბრა

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამინისტროს მუშაობის ერთწლიანი ანგარიში გააცნო.

ოპოზიციის მთავარი შეკითხვები შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მილიონობით ლარით ფინანსდება, თუმცა არც ერთი მსხვილი პროექტი შესრულებული არ არის.

მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტით მთავრობაა დაინტერესებული. მისი თქმით, მთავარია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა აღებული ვალდებულებების შესრულება შეძლოს. 

„უშუალოდ მთავრობა არის ამ პროექტით დაინტერესებული. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის განხორციელებას, კითხვები იყო გზასთან დაკავშირებითაც, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებაა. მე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენგან ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, რომ უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც აქვს აღებული,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები