მავთლხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები - საოკუპაციო რეჟიმმა მავთულხლარეთებს მიღმა გარდაცვლილის დატირების უფლება ნათესავებს არ მისცა, ამიტომ 53 წლის გოჩა ტუფურიას ცხედარი საოკუპაციო ხაზთან დაასვენეს. დამ ძმა მავთულხლართებთან დაიტირა.
ხიდის ორივე თავში ჭირისუფალი იდგა. ოკუპირებული საქართველოს მხარეს ცხედარი ნახევარი საათით დაასვენეს. ეს მიცვალებულის შორიდან დატირების პირველი შემთხვევა არ არის. ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, გარდაცვლილ ნათესავებს მუდამ მდინარის გამოღმა ნაპირიდან გლოვობს.
გაღმა ნაპირზე გადასვლა მხოლოდ გარდაცვლილის ერთმა დამ შეძლო, რომელმაც რუსულ საგუშაგოზე ძმის დატირების სანაცვლოდ 200 ლარი გადაიხადა.
მდინარე ენგურზე გადასვლა უკვე რამდენიმე თვეა, გალში მცხოვრები ქართველებისთვის დიდ პრობლემად იქცა. საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოები დაკეტა და ასობით ადამიანი იზოლაციაში მოაქცია.
უმძიმესი კადრები რადიო "ათინათმა" გაავრცელებს.
ავტორი: ემა გოგოხია.