11 მაისი 2024,   14:13
ვრცლად
ქვეყანა შესულია ძალიან სახიფათო სპირალში - ზურაბ ჭიაბერაშვილი Freedom House-ის კრიტიკულ ანგარიშზე

„ქვეყანა შესულია ძალიან სახიფათო სპირალში, ეს არის მორევი, რომელშიც რაც უფრო ღრმად ჩავდივართ, მით უფრო მეტად სწრაფად მივდივართ ფსკერისკენ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი Freedom House-ის კრიტიკულ ანგარიშს  ეხმაურება, სადაც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა ასახული და საუბარია, ივანიშვილის გავლენებზე, მათ შორის, ბიზნეს სექტორზე.

„საერთაშორისო საზოგადოება დღეს ხედავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო სისტემა, სადაც თუნდაც თიბისი ბანკი და მამუკა ხაზარაძე თავის სიმართლეს დაამტკიცებდა. ყველა მოქალაქის პრობლემა არის, როდესაც ქვეყანაში არჩევნები ტარდება ისე, როგორც ჩატარდა განვლილი საპრეზიდენტო არჩევნები, როცა პრაქტიკულად, ფასი ეკარგება თითოეული მოქალაქის ხმას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კასკადი ამგვარი ანგარიშების, განცხადებების, კიდევ უფრო მეტი იქნება. ქვეყანა შესულია ძალიან სახიფათო სპირალში, ეს არის მორევი, რომელშიც რაც უფრო ღრმად ჩავდივართ, მით უფრო მეტად სწრაფად მივდივართ ფსკერისკენ,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Freedom House-ის ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. ასევე მის გავლენებზე, ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან კავშირში.

ანგარიშში ასევე საუბარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენა ბრალდებებმა ხმების მოსყიდვაზე, უმეტესად მმართველი პარტიის მიერ.

დღის ამბები