17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
იაგო ნებიერიძემ საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვებზე უარი თქვა

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში ბოლო დროის ყველაზე სასტიკი და გახმაურებული მკვლელობის პროცესი დასრულდა. გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძემ საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვებზე უარი თქვა.

პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა მტკიცებულებები გაცვალეს. საქმის საპატიმროში ჩატარების გადაწყვეტილება ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსამართლემ მიიღო.

ნანიკო ბერიაშვილის მამას პროცესზე დასწრების თხოვნაზე უარი უთხრეს.
ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც საქმეში დევს და რომლის მიხედვით, იაგო ნებიერიძის დნმ-ის კვალი 9 წლის ბავშვის ცხედარზეა აღმოჩენილი.

უფლებადამცველის თქმით, იაგო ნებიერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს, ის გაჩუმებას არ აპირებს.

დღის ამბები