17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ზემო ალვანში მდებარე სასურსათო მაღაზიის ჯიხურში 71 წლის მამაკაცი დაიწვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდებარე სასურსათო მაღაზიის ჯიხურში 71 წლის მამაკაცი დაიწვა.

გარდაცვლილი ჯიხურში დარაჯად მუშაობდა.


შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, მოხდა.

წინასწარი ინფრომაციით, მამაკაცი დენის გამათბობელზე დაეცა და ცეცხლი მოეკიდა. ხანძარი შენობის ნაწილზეც გავრცელდა.

ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები