17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
„დანაშაულის ნოტარიუსები უნდა გავგავოთ სისტემიდან“ - საპროტესტო მსვლელობა სასამართლოდან პარლამენტამდე

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს და მოსამართლეთა შერჩევას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ.

საპროტესტო მსვლელობა გუშინ სიმბოლურად უზენაესი სასამართლოს შენობიდან პარლამენტამდე მოეწყო.

აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს მოსამართლეთა კლანთან გარიგებაში და სასამართლო სისტემის სრულად დამორჩილებაში ადანაშაულებენ.

სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

„დანაშაულის ნოტარიუსები უნდა გავგავოთ სისტემიდან,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

დღის ამბები