ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობის ნაწილმა, დაზიანებული გზის საფარის აღდგენის მოთხოვნით, აქცია გამართა.
საუბარია სამი სოფლის - ობუჯი-ჯიხაშკარი-წალენჯიხის მონაკვეთზე, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებს.
აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მერის მოადგილე, გიორგი შენგელია, შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.