საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილი ტექდათვალიერებას აპროტესტებს. ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ის ავტომანქანები წარმოადგინეს, რომელთა უმეტესობამ ტექდათვალიერება სიძველის გამო ვერ გაიარა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მათ სოფლებში შეღავათები დაწესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საკუთარი მანქანების მოხმარებას ვეღარ შეძლებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს და გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, არ გამორიცხავს, პროტესტმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღოს.