მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი შექმნილ ვითარებაში გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავს. სპორტსმენი ამბობს, რომ თუკი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დარჩება თანამდებობაზე, მაშინ ის იძულებული იქნება საქართველოდან წავიდეს.
„პრეზიდიუმი იყო და ახლა ვერ გადაწყვიტეს მე გამიშვებენ თუ არა. კიდევ დრო ითხოვეს. ვნახოთ გადაწყვიტონ. ველოდები რას გადაწყვიტავენ, მომცემენ გათავისუფლების ცნობას, თუ დამბლოკავენ. მე ყველანაირად ვეცდები და ვიბრძოლებ ჩემი სიმართლისთვის რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო. ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და ეს ბოდიში ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. ბოდიში, ის იქნებოდა რომ თავის თანამდებობა დაეტოვებინა. ეგ ყველასთვის მისაღები იქნებოდა. ეს ადამიანი ფორმალურად იხდის ბოდიშს და ეს ადამიანი თუ რჩება პრეზიდენტად მე მიწევს სხვაგან წასვლა და ეს ჩემთვისაა პირველ რიგში უმძიმესი გადაწყვეტილება,“-განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.