17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
პანჩურის გამო კუპრავაზე ვრცელდება ციხე და ივანიშვილის ზონდერებზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა - გიგი უგულავა

ზვიად კუპრავას დაკავებას ოპოზიცია პოლიტიკურ ანაგარიშსწორებად აფასებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი პოლიციის ქმედებას ამაზრზენს უწოდებს. გიგი უგულავას განცხადებით, ზვიად კუპრავა ოპოზიციის გამორჩეული წევრია და მას ბიძინა ივანიშვილი დევნის ისევე, როგორც ყველას, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელია.

„ამაზრზენი იყო მოქმედება პოლიციის, გეგონება რაღაც ხრესილის ბრძოლა მოიგეს. შეცვივდნენ ღამე ოფისში და დააკავეს ძალიან მძიმე დამნაშავე. ეს უსამართლობის ურემი მივა ყველასთან, ვინც ოდნავ მაინც ხმას აიმაღლებს. ყველანაირი ლიმიტი გასდის ამ ხელისუფლებას და მერე, როდესაც აიფარებენ მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ასევე შევახსენო, რომ ყველაზე საზიზღარი ავტორიტარული რეჟიმები მსოფლიოში, თავისი მურუსიძის გადაწყვეტილებას იშველიებენ თავიანთი აბსოლუტურად დაუბალანსებელი, არასწორი და მრუდი გადაწყვეტილებების გასამართლებლად პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თუ პასუხი არის, რომ თქვენ ოდესღაც უსინდისობით, უსინდისობაზე უსინდისობის პასუხი  საბოლოო ჯამში ქვესკნელში ჩაიყვანს ქვეყანას და ამაზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილის, რომელსაც ფეხზე კიდია საკუთარი მოქალაქეები. ნახევარი საქართველო კანონგარეშე და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოაცხადა, რომელზეც ვრცელდება პანჩურის გამო ციხე და მის ზონდერებზე ვრცელდება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები