20 იანვარი 2025,   17:50
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი" - პრემიერის განცხადებით, TBC-ზე არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "თიბისი" ბანკზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს. განცხადება მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე გააკეთა. 

      ბახტაძის თქმით, მისი მხრიდან არაერთხელ იქნა დაფიქსირებული, რომ თიბისი ბანკი არის ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისთვის. პრემიერმა "თიბისი" ბანკისა და ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს იყო დადებითი სიგნალი. მისივე განცხადებით, ცალსახაა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან, დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტზე მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი. 

      რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - არ მივიდეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც სწორედ "თიბისი" ბანკის საკითხი, ბანკის დამფუძნებლებთან ერთად უნდა განიხილონ, პრემიერი ამბობს, რომ ეს ეროვნული ბანკის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გადაწყვეტილებაა. 

      თუმცა მამუკა ბახტაძე ასევე დადებითად აფასებს დამფუძნებლების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და აცხადებს, რომ არსებულ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები და შეფასების გაკეთება დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

      „მე TBC ბანკთან დაკავშირებით, რა ერთხელ დავაფიქსირე პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, TBC ბანკის არის ძალიან ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ ჩვენი ფინანსური სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის და ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ის ერთობლივი განცხადება, რომელიც გააკეთა TBC ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა, გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რასთანაც რეალურად, ჩვენ გვაქვს საქმე. ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დადებითი სიგნალი, რომ ჩვენ მოვისმინეთ ერთობლივი განცხადება TBC  ბანკისა და ეროვნული ბანკის მხრიდან. უფრო მეტიც, მე გუშინ მქონდა სპეციალური ბრიფინგი და ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაზე, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ჩვენ გაგვიზარდეს საკრედიტო რეიტინგი და დღევანდელი დღის მონაცემებით ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში ვისაც გაუზარდეს და ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობად, ფიჩმა აღნიშნა სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს ძალიან სწორ პოლიტიკას და ის, რომ ჩვენი საბანკო ფინანსური სექტორი არის ძალიან მდგარდი. დანარჩენი, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მისცეს შეფასება ნებისმიერ საკითხს. ჩვენ მოვისმინეთ ალბათ დღეს კომიტეტზე თითოეული ადამიანის შეფასებას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

      პრემიერი ინფორმაციას, რომ მან თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისგან მიიღო წერილი, არ ადასტურებს.  

      "მე ზოგადად მივესალმები ამ პროცესს, რომ კითხვები როცა არსებობს, მასზე უნდა იყოს პასუხებიც. მე ოფიციალური წერილი ასეთი ნამდვილად არ მიმიღია, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ და მე, ამ შემთხვევაში, არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. მინდა გითხრათ, რომ მე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მქონდა შეხვედრა მათივე ინციატივით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

       

      ამავე თემაზე
      დღის ამბები