19 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
"შიშველ სადენებს მოვკიდე ხელი" - ეკა ბესელია სასამართლო სისტემის კრიტიკაზე

„ერთ-ერთი ჯალათია, ერთადერთ არ არის, საუბედუროდ და როგორც ჩანს, არც რამდენიმე არ არის,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

ბესელიას თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილს არჩევანში სტუმრობის დროს დაავიწყდა, რომ მოსამართლე იყო და შეუსაბამო განცხადებები გააკეთა.

ბესელიას თქმით, გვრიტიშვილის გარდა, ლევან მურუსიძეც ერთ-ერთი "ჯალათია".

დეპუტატის თქმით, ყველა იმ მოსამართლემ, რომლების მიმართაც საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია არსებობს, სასამართლო სისტემიდან უნდა წავიდეს.

"სასამართლო იყო სწორედ პოლიტიკური ინსტრუმენტი რეჟიმის ხელში და ისინი სრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს, რომ არ იყვნენ მსხვერპლნი და იყვნენ მოძალადეები," - აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელია ამბობს, რომ სასამართლო სისტემის პირველი რეფორმა 2013 წელს დაიწყო. მისი თქმით, როგორც კი მიხვდა, რომ იცვლებოდა პროექტი, რომელიც სასამართლოს კონკრეტული ჯგუფის სასარგებლოდ იცვლებოდა, შეეცადა ინიციატივის ჩაგდებას.

„ჩვენ პარლამენტი მოსამართლეთა დანიშვნებში არ ვერევით და ერთადერთ შემთხვევებში ვერევით მხოლოდ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევ, პირველი ინსტანცია და მეორე ინსტანციის მოსამართლე, როგორც არ უნდა მაინტერესებდეს, არ მაქვს უფლება, ჩავერიო და დავურეკო ვინმეს ან პასუხი მოვთხოვო, რომ რატომ აირჩიე ეს მოსამართლე,“ - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით მან ღიად დააფიქსირა პროტესტი, რა დროსაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

ბესელიას თქმით, მისი მხრიდან პროტესტის მეორე ტალღა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მოჰყვა.

ბესელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი ე.წ. შპარგალკებით მიდიოდა, თუმცა, არცერთი მცდელობა არ განხორციელებულა.

ბესელიას თქმით, პარლამენტს შეუძლია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული წევრები გამოიწვიონ, თუმცა, დეპუტატის თქმით, ეს ნაზი ჯანეზაშვილს არ უნდა შეეხოს. 

ეკა ბესელიას თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების და გამოწვევების მოგვარების გამო დაიწყო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღა.

"ზუსტად იმიტომ, რომ ვხედავდი პრობლემებს, გამოწვევებს, შიშველ სადენებს მოვკიდე ხელი და უბრალოდ, არასდროს არ მეშინოდა სირთულეების გზაზე მევლო. დავიწყე ეს პროცესი, გადმოვიტანეთ პარლამენტში იმიტომ, რომ დაგვეძლია ეს პრობლემა," - ამბობს ბესელია. 

დღის ამბები