19 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"ეს იყო შეფასება, ეს არ იყო სამართლებრივი დოკუმენტი" - ბესელია ინაშვილის რეზოლუციის მხარდაჭერაზე

წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, რომლის ინიცირებაც პატრიოტთა ალიანსმა გააკეთა, ეკა ბესელია არჩევანის ეთერში საუბრობს.

დეპუტატის თქმით, ამ კანონპროექტის მიღება იქნებოდა შეფასება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის  პერიოდის.

„ეს იყო დეკლარირება, შეფასება და ეს არ იყო სამართლებრივი დოკუმენტი. პარლამენტი არ არის სასამართლო, რომ გაასამართლოს ადამიანები,“ - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, სისტემა ძალადობრივი იყო და კონკრეტული პირები უნდა დასჯილიყვნენ.

„ასე ადამიანებს ვერ გაასამართლებენ ამ დეკლარაციით, მაგრამ პარლამეტს ყოველ წელს აქვს მიღებული დადგენილება, სადაც პროკურატურას ეუბნება, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯო,  ქართული ოცნება ერქმევა მას თუ ნაციონალური მოძრაობა, თუ დანაშაულს სჩადის, უნდა დასაჯო. მე ვიყავი და ვარ იმის მომხრე, რომ ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ და სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არ აგო პასუხი, პასუხი აგოს, მაგრამ სამართლიანად, არა ანგარიშსწორებით და შურისძიებით,“ - ამბობს ბესელია.

დღის ამბები