19 წლის ანა აროშიძე პატიმრობა ემუქრება. მას ისევე, როგორც სხვა ბრალდებულებს, გამოძიება ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვასა და გავრცელებას ედავება.
ანა აროშიძემ დღეს გადაცემა არჩევანში დეტალურად გაიხსენა, როგორ მიიღო მან სოციალურ ქსელში კადრები. ის ამბობს, რომ მას გამოძიება ედავება უკანონო მოპოვებას და გავრცელებას, რადგან მან ეს ვიდეო მეგობრებს გადაუგზავნა.
დაკავებულები არიან ანა აროშიძის მეგობრებიც, რომლებსაც მან ვიდეო გადაუგზავნა.
„ვინც გამომიგზავნა, არის ციხეში. მე ვარ გარეთ გირაოთი, მაგრამ ისევ ბრალდებული ვარ. ჩემი ერთი მეგობარი, რომელსაც გავუგზავნე, არის ციხეში. ამ სისტემისგან ადეკვატური მოლოდინი არ მაქვს. გიჟები არიან. სადაც ეს გამიკეთეს, სადაც 16 ადამიანი დაგვაკავეს, სადაც მამაჩემს მოატყუეს, სადაც სამი დღე ვიყავი ციხეში, სადაც გირაოთი ვარ გამოშვებული და მომავლის მეშინია, არ ვარ დაზღვეული იმისგან, რომ 27 მარტს იგივეს არ გააკეთებენ,“ - განაცხადა ანა აროშიძემ.
მისი თქმით, კრიმინალურმა პოლიციამ დაკავებისას მის მამას, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული, უთხრა, რომ ის მოწმის სტატუსით გადაჰყავდათ. ანა აროშიძის მამა ბრალდებული შვილის გირაოთი გათავისუფლებიდან ორ დღეში დაიღუპა.
ანა აროშიძე მიყენებული მორალური ზიანისთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ანა აროშიძე ასევე ინტერესდება, რას ფიქრობს თავად ეკა ბესელია და თვლის თუ არა, რომ ის დამნაშავეა. ბარლდებული ამბობს, რომ ეკა ბესელია იურისტია და კარგად ესმის, რომ სადღეგრძელოდებით საუბარი, რომ წუხს და განიცდის საკმარისი არ არის.