17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
თელავში, სავარაუდოდ, მხუთავი აირით ორი ადამიანი მოიწამლა

თელავში, სავარაუდოდ, მხუთავი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში ბებია და 17 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს, 112-ს დაუკავშირდნენ. მაშველებმა და სამართალდამცველებმა ბინაში შეღწევა სპეციალური ტექნიკით შეძლეს.

სახლში მყოფი ორივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი სახელდება.

დღის ამბები