17 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
თბილავიამშენის ქარხანა პარალიზებულია - კომპანიის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

თბილავიამშენის ქარხანა პარალიზებულია. კომპანიის თანამშრომლები ადმინისტრაციისგან პირობის შესრულებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მანამდე კი ისინი მუშობაზე უარს აცხადებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, იანვრიდან ხელფასების ზრდასთან ერთად პრემიების გაცემის პირობა მათ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნოდარ ბერიძემ მისცა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

თბილავიამშენში მიმდინარე პროტესტს ამ ეტაპზე მისი 80-მდე თანამშრომელი უერთდება. აქციაზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც.

„არ უნდა იყოს ჩაცუცქული მოლაპარაკება დასაქმებულებთან და სხვადასხვა კომპანიიდან ვიღაც ზონდერების გადმოყვანის მუქარით, ავიატორებში ელიავადან უნდათ ადამიანების ამოყვანა,“ - განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.

დღის ამბები