17 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულ თამაზ ახობაძეს მინისტრის მოადგილე შეხვდება

იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულ თამაზ ახობაძეს მინისტრის მოადგილე შეხვდება. ახობაძე თეა წულუკიანის მოადგილესთან შეხვედრის მოთხოვნით, სამინისტროსთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მას განუცხადეს, რომ მიხეილ სარჯველაძე დღეს, 19:00 საათზე შეხვდება.

თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მან სასამართლოს მიმართა, რის შემდეგაც, სამივე ინსტანციამ მისი სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა განკარგულება ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. თამაზ ახობაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები