17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"აიცილე ლევან მურუსიძე“ - ადვოკატები საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას იწყებენ

აიცილე ლევან მურუსიძე“ - ადვოკატებმა ლევან მურუსიძის და საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყეს. ინიციატორი ადვოკატ გიგი სისვაძეა. გიგი სისვაძე აცხადებს, რომ ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დროს საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს აცილება უნდა მისცენ.

„ამ მოსამართლეებმა, ჩემ წარმოებაში არსებული საქმე რამდენჯერაც არ უნდა განიხილონ, ყოველთვის ეჭვი მექნება მათ მიმართ. ეს არის ის ათი მოსამართლე ლევან მურუსიძე, მიქაუტაძე, მეთოფიშვილი სერგო, გვრიტიშვილი და ა.შ. ეს ათი ადამიანი ძირითადად ვისი სახელებიც მუსირებს . ინსტრუმენტი ჩვენს ხელშია. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პროცესის მხარეები. ჩვენ განვსაზღვრავთ, ჩვენ ვიღებთ მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობას და ამიტომ ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ინსტრუმენტი არის ადვოკატებს ხელში. დღეს ზუსტად ეს პროცესი დაიწყო. უნდა მოხდეს ლუსტრაცია იმისი ვინ რომელ მხარეს დგას,“-განაცხადა გიგი სისვაძემ.

საპროტესტო კამპანიას უკვე გამოუჩდნენ თანამოაზრეები. ადვოკატები აცხადებენ, რომ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც სკანდალურ სიაში მოხვდნენ იურისტებს აქვთ კითხვები, როგორც მათი კეთილსინდისიერების იმართა, ასევე სამოსამართლეო ღირსებასთან დაკავშირებითაც.

„მათი კეთილსინდისიერების  მიმართ ჩნდება ადვოკატების მხრიდან კითხვები, რომელ კითხვებსაც  მოსამართლეები ვერ სცემენ პასუხს. შესაბამისად მე ვემხრობი ბატონ გიგის პოზიციას. ვფიქრობ რომ არის მოსამართლეები რომლებმაც უნდა გადასინჯონ და უნდა გადახედონ თავიანთ ისტორიას, თავიანთ მიღებულ გადაწყვეტილებებს და უნდა გადახედონ თავიანთ კეთილსინდისიერებას და სამოსამართლეო ღირსებას პირველ რიგში,“-განაცხადა სალომე აბესლამიძემ.

დღის ამბები