17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
პანიკა სავალუტო ბაზარზე და გაუფასურებული ლარი - ექსპერტები ეროვნული ვალუტის ვარდნას TBC ბანკის საქმეს უკავშირებენ 

ეროვნული ვალუტის ვარდნის პროცესი გრძელდება. ლარი ბოლო ოთხ დღეში 5 თეთრით გაუფასურდა. დღეს ეროვნული ვალუტა კიდევ 2 თეთრით დაეცა. ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2,70 ლარია. ერთი ევრო კი 3,0701 ლარი.

სპეციალისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ "თიბისი" ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესები ლარზე შოკურ გავლენას ახდენს და ეკონომიკაში კიდევ უფრო მასშტაბურ რყევებს გამოიწვევს.

ანალიტიკოსების განცხადებით, ნეგატიურ მოლოდინთან ერთად ლარის გაუფასურების მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა. ლარის გაუფასურებასთან ერთად მხოლოდ გუშინ "თიბისი" ბანკის აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2 პროცენტით შემცირდა.

ოპოზიცია ლარის გაუფასურებაში იმ უწყებას ადანაშაულებს, რომელიც ვალუტის სიმყარეში ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული. მათი თქმით, "თიბისი" ბანკის საქმეში ეროვნული ბანკის პოზიცია საფინანსო სექტორზე უარყოფით გავლენას ახდენს.

უფასურდება თუ არა ლარი "თიბისი"-ზე მიმდინარე შეტევის ფონზე - ეს კითხვა დღეს "კურიერმა" გუშინდელი საპარლამენტო მოსმენის ერთ-ერთ მთავარ გმირს და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს რომან კაკულიას დაუსვა. კაკულია, რომელმაც ბანკის საქმეზე ჩანიშნული სხდომა მოულოდნელად დახურა დღეს არ გამორიცხავდა, რომ ლარზე უარყოფითი გავლენა სწორედ "თიბისის" ხმაურიანმა საქმემ მოახდინა.


  

დღის ამბები