17 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედას ბრალი დაუმძიმდა

გარდაცვლილი ნინო ზალინაშვილის დედას ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება ლელა ქსოვრელს ახლა უკვე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დამძიმების საფუძველი სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი გახდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატი კი 7 მარტის სხდომაზე პროცესის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, ლელა ქსოვრელი 22 იანვარს დააკავეს. გამოძიება თავდაპირველად ბავშვის დედას მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები