"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს.
EMC-ს იურისტები შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის დაცვის უფლება ეზღუდება.
„სწორედ იმის გამო, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამ პირობებში მისთვის სასჯელის მოხდა არის შეუძლებელი და ძალიან რთული. ამიტომ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ გამოყენებული იქნას სასჯელის გადავადების მექანიზმები. ჩვენ ვგეგმავთ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწორედ ასეთი მოთხოვნით მივმართოთ სასამართლოს,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.