19 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში კიდევ ერთხელ მივლენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში კიდევ ერთხელ მივლენ. ისინი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს დეპუტატებს ინფორმაციას მიაწვდიან.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის საკანონმდებლო ორგანოშის მისვლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კომიტეტის ხელმძღვანელმა „კურიერს“ დაუდასტურა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომუნიკაცია შედგა და ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოსვლის მზაობა გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარლამენტში იმყოფებოდნენ, თუმცა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციისთვის მიუღებელი იყო "ქართული ოცნების" დეპუტატებისა და კობა გვენეტაძის არგუმენტი, რომ კომიტეტის სხდომაზე განცხადებების გაკეთებამ შესაძლოა, ბიზნესსექტორი და კონკრეტულად "თიბისი ბანკი" დააზარალოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები