ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც ინტერნეტ საიტის „ARBNB“ მეშვეობით საკუთარ ბინებს აქირავებენ.
სახელმწიფო უწყების წამომადგენელმა თვითდასაქმებული პირებისგან იმ პრობლემებზე მოისმინა ინფორმაცია, რომელებიც ტურიზმის მიმართულებით ბაზარზე არსებობს. ძირითადი პრობლემა კომუნალური გადასახადების ტარიფებს შეეხო.
საფრთხე, რომ მათთვის ტარიფის ფასი შეიძლება გაიზარდოს, ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უარყო. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დღესვე ტუროპერატორებს შეხვდა და მათთან სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.
„სასიხარულოა და უნდა აღვნიშნო ის საკითხი, რომ სემეკის გადაწყვეტილებით ტარიფების ცვლილება არ დაეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბინას აქირავებენ ნებისმიერი ვებ პორტალით, თუ ასე ვთქვათ, პირდაპირი არხების მიმართულებით. შესაბამისად, გავუზიარეთ დღეს ჩვენთან მოსულ დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული ინფორმაცია და დღეიდან შევთანხმდით, რომ ვიქნებით, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში,“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.