27 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ნურც პროკურატურას, მთავრობას, ნუ დაავიწყდება რომ საქართველო არის ომში... გამომდინარე აქედან ანაკლია უნდა განხორციელდეს - „ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი

ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი TBC ბანკის საქმეს ეხმაურება. ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, მიმდინარე პროცესები კითხვის ნიშნებს აჩენს. მას მაგალითად პარლამენტში ჩაშლილი კომიტეტის სხდომა მოჰყავს, სადაც სწორედ ბანკის საქმე უნდა განეხილათ. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის პროექტზე, რომლის განხორციელებასაც შესაძლოა პრობლემები შეექმნას. 

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და მისი ჩაშლა რუსეთის ინტერესში შედის.

„ის რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ამას ხომ ელჩები ხედავენ?! ამას ხომ ხედავენ, რომ ელემენტარული მოსმენა უნდა მისცე საშუალება, რომ ბიზნესს და ნებისმიერს ვთქვათ ამ შემთხვევაში კომპანიას, როდესაც ასეთი ქეისია, ასეთი შემთხვევა, ელემენტარულად მოუსმინო. თუ ამას ამის საშუალებას არ მისცემს , სწორედ ეს იწვევს კითხვებს. ნურც პროკურატურას, ნურც მთავრობას, ნურც საზოგადოებას, ნურც ბიზნესს ნუ დაავიწყდება, რომ საქართველო დღეს არის ომში, 20% არის ოკუპირებული და პრაქტიკულად სამხედრო ბაზები გვიდგას თბილისიდან დაახლოებით 35 კილომეტრში და იცით აფხაზეთშიც რა ხდება. გამომდინარე აქედან ანაკლია უნდა განხორციელდეს და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფოთის პორტი არ განვითარდეს, განვითარდეს ფოთის პორტი, მაგრამ რა უშლის ხელს იმას, რომ ყველამ ერთად რაღაცა ვთქვათ ასე, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც შენ ევროპასთან დაგაახლოვეს, ქვეყანას გააძლიერებს, ეს უნდა განვითარდეს. რუსებს რა თქმა უნდა თავისი ინტერესი აქვთ და ეს ინტერესი 28 წლის მანძილზე არ შეჩერებულა. თქვენ რა გგონიათ, რომ რახან დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, რა აქ არ არიან ის ადამიანები ვინც რუსეთზე მუშაობენ? ძალიან კარგად ვხედავთ რაც ხდება, როგორ ძალისხმევითაც არის, თუნდაც ის პირდაპირ გეტყვით, არასასიამოვნო და ძალიან ცუდი განცხადება კარასინის, რა უფლება აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დამოუკიდებელ ქვეყანას ესეთ რაღაც დავარქვათ მუქარით ელაპარაკოს?”-განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

TBC ბანკის საქმეს თვალს ადევნებს ევროკავშირი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის ნამდვილად არის ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების სიაში, თუმცა დაფინანსების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა არის ის, რომ ეს არის ქართული ბიზნესგარემოსთვის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, საქართველოს ჰქონდა პროგრესი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და ახლა მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება, ეს მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორებისთვის. ანაკლიის პროექტის ნამდვილად არის ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების სიაში, თუმცა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,“-განაცხადა კარლო ნატალმა.

დღის ამბები