17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ბულინგის გამო, სკოლის ეზოში არასრულწლოვანმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა

ბულინგი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სუიციდის მცდელობით დასრულდა. მსხვერპლმა გოგონამ თვითმკვლელობა სცადა და მედიკამენტები სკოლის ეზოში დალია. მან კლასელებს გამოსამშვიდობებელი SMS გაუგზავნა. სკოლაში მომხდარს ადასტურებენ, თუმცა მოზარდის ჩაგვრას და კონფლიქტს გამორიცხავენ.

არასრულწლოვანი გოგონა მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით სკოლის ეზოში მანდატურმა თანაკლასელების დახმარებით იპოვა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მომხდარის მიუხედავად მანდატურის სამსახურშიც აცხადებენ, რომ მათთვის უფროსკლასელი გოგონას ჩაგვრის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურისგან განსხვავებულ ვერსიაზე „კურიერთან“ ექიმი ყვება. ის ბულინგის მსხვერპლს კლინიკაში ესაუბრა. მოზარდმა მედიკოსს უამბო, რომ თვითმკვლელობა მასთან კონფლიქტში მყოფი გოგონას შესაშინებლად და შესაჩერებლად სცადა.

სუიციდის მცდელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბულინგის, როგორც მასშტაბური პრობლემის არაღიარებით შედეგები უფრო ღრმავდება და მსხვერპლი მოზარდების რიცხვიც იზრდება. სპეციალისტები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, რომ მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან კომპლექსურად იმუშაონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები