19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
განხეთქილება მმართველ გუნდში - "ოცნების" დეპუტატთა ნაწილი კვლავ წასვლაზე საუბრობს, უმრავლესობის ლიდერი კი გუნდის განახლებას აანონსებს 

მმართველი გუნდის დაშლის პროცესი გრძელდება - საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წასვლას, თითქმის ყოველდღე აანონსებს სხვადასხვა დეპუტატი.

ნუკრი ქანთარია ჯერ უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება, ამის შემდეგ კი არ გამორიცხავს გუნდი დატოვოს.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ძველი სახე ამბობს, რომ თუ იმედები გაუცრუვდა, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავს.

„საქმეები მაქვს დასამთავრებელი. ეს საქმეები ეხება განათლებას, კულტურას, ასევე სასამართლოს. ველოდები ღირსეული მოსამართლეებით დაკომპლექტებას. თუ რა თქმა უნდა გაწბილდები, რა თქმა უნდა ეს არ იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი შეცდომა. მე მივიღებ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს ქანთარია.

ე. წ. ძველი სახეების ახლით ჩანაცვლებაზე კი კონსულტაციები დაწყებულია. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახალი სახეებისთვის „ქართული ოცნების“ კარი ღიაა.

„პროცესი, რომელიც უმრავლესობაში მიდის  რა თქმა უნდა კარს გაუხსნის, ახალი, მომავლის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პოლიტიკაში, პარტიაში და პარლამენტშიც. ეს თქვა გასულ წელს ჯერ კიდევ თვეებით ადრე პარტიის თავმჯდომარემაც. ეს პროცესი დაწყებულია და უფრო მეტად ინტენსიური გახდება 2020 წლის არჩევნების მოახლოებისთვის,“-აცხადებს თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები