19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ახალი ფრაქცია პარლამენტში - ეკა ბესელია თანამოაზრეებთან კონსულტაციებს მართავს 

„ქართული ოცნებიდან“  წასული დეპუტატები ფრაქციის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციებს მართავენ. ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები ჯერ ისევ არ აკონკრეტებენ ვის სთავაზობენ ისინი ერთ ფრაქციაში გაერთიანებას.

ცნობილია მხოლოდ ის რომ ბესელიას გუნდის წევრი იქნება ზვიად კვაჭანტირაძეც. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კი უკვე საქართველოშია. კვაჭანტირაძე სამომავლო გეგმების შესახებ განცხადების გაკეთებას მომდევნო კვირას აპირებს.

რაც შეეხება ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, ორშაბათს დეპუტატები ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. პარლამენტში კი ინიციატივას მომავალი კვირის ბოლოს დაარეგისტრირებენ.

„პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მხრიდან უპრიანია ვეძებოთ ალტერნატიული გზები და რა თქმა უნდა ეს საერთო განწყობა ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ სულ გვქონდეს ურთიერთობა. რაც შეეხება კონკრეტულად რომელიმე ჩვენი კოლეგების პოზიციას, ეს არის საკითხები, რომელზეც მათ უნდა მიმართოთ. კერძოდ, ბატონ ზვიადზე ან რომელიმე სხვა ჩვენს კოლეგებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები და თანამებრძოლები,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.ახალი ფრაქცია პარლამენტში - ეკა ბესელია თანამოაზრეებთან კონსულტაციებს მართავს 

დღის ამბები