ოკუპირებულ აფხაზეთში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გადაადგილება გაამკაცრეს.
მდინარე ენგურის ხიდთან რუსი ოკუპანტები მოსახლეობას ბინადრობის მოწმობას სთხოვენ, სხვა შემთხვევაში კი, დაახლოებით, 10 000 რუსული რუბლის გადახდა მოუწევთ.
მოსახლეობა წინასაახალწლოდ გადავიდა აფხაზეთში და უკან გადმოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ახალი რეგულაციების მიხედვით, საბუთების გაკეთება 1000 ლარამდე ჯდება.
1 კვირის განმავლობაში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 10-მდე ადამიანი დააკავეს.