19 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
დეპუტატი პაატა კვიჟინაძე უარყოფს, რომ დიდი ბრითანეთიდან "საქართველოს ბანკთან" დაკავშირებით წერილი მიიღო

საქართველოს ბანკთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთიდან წერილის მიღებას არ ადასტურებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე.

საქართველოს ბანკსა და რუსთავის აზოტთან დაკავშირებული საქმის შესახებ დიდი ბრიტანეთიდან წერილის მიღების შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა.

დეპუტატის თქმით, წერილში საუბარია საქართველოს ბანკთან დაკავშირებულ „საეჭვო თაღლითურ საქმიანობაზე“.

წერილი, რომელზეც ჭიჭინაძე საუბრობს, MICHAEL O’KEEFE ASSOCIATES-ის მიერაა შედგენილი. მისი ადრესატები კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, მისი პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე და კომიტეტის წევრი, დავით ჭიჭინაძე, არიან.

დავით ჭიჭინაძის ინფორმაციას უარყოფს პაატა კვიჟინაძე და ამბობს, რომ ასეთი შინაარსის წერილი მას არ მიუღია.

„პირველად მესმის. მე მაგნაირი არაფერი მიმიღია. მე რატომ უნდა მიმეღო, მე რა შუაში ვარ საქართველოს ბანკთან?“ - ამბობს პაატა კვიჟინაძე.

დავით ჭიჭინაძის მტკიცებით, წერილში დადასტურებულია, რომ საქართველოს ბანკის აქციონერები ისეთ აქტივს ფლობენ, რომლის შესახებაც BGEO-ჯგუფი არაა ინფორმირებული და რუსთავის აზოტის წინააღმდეგ დავა ბანკს პრობლემებს შეუქმნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები