19 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ - მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრობს

შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ - ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე საუბრისას გააკეთა. 

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ამ დრომდე დუმს და საკუთარი პოზიცია არ გაუჟღერებია.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ სინოდის წევრების უმრავლესობა ცალსახად უკრაინის მხარეს დგას. თუმცა, ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ აჩქარება ამ საკითხში მიზანშეწონილი არ არის.

„რუსი მაინც ისე გვიყურებს, ეტყობა რა, საბჭოთა კავშირიდან გამოყვა, თითქოს გუბერნია ვიყოთ მაგათი ისევ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ გუბერნია კი არ ვართ, თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ერი ვართ, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. მაგი უნდა ვაჩვენოთ ყველას. უბრალოდ დავფიქრდეთ რა, პასუხი რა იქნება და მივიღოთ ლოგიკურად ისეთი გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ეკლესია არ დავაზარალოთ და უკრაინელი ხალხიც მარტო არ დავტოვოთ. მე ამას ვამბობ. შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ. უბრალოდ, დროის საკითხია. მაგაზე დაჩქარება არ იქნება, იმიტომ რომ გადახედონ მსოფლიო ისტორიას და უცბად ვინ ვის სცნობს? ეს პროცესი დაიწყო უბრალოდ, მსოფლიო პატრიარქს უკვე შეუძლია ძალის პოზიციიდან ილაპარაკოს რუსეთის პატრიარქს. ერთიც საკმარისია რომ აღიარა, მაგან რომ აღიარა, აღიარებულია უკვე. ამაში პრობლემა არ არის. აწი რომ წავა ჭიდილი, კარგად ვიცით, რომელი მხარეები ებრძვიან ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ უკვე ათეულ მილიონობით შემატებული მრევლის იმით უფრო გაბედულად ილაპარაკებს, უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს და სხვა ეკლესიებიც შედარებით გონივრულ ვადებში მიიღებენ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები