19 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერება - ბესელიას გუნდი დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ეკა ბესელიას გუნდი დღეიდან დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს - საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

ახალი კანონპროექტის დარეგისტრირება პარლამენტში ოთხშაბათს იგეგმება. წინა კანონპროექტისგან განსხვავებით, რომელიც უმრავლესობამ ჩააგდო - ახალ ინიციატივაში ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის როლის გაძლიერებაზე.

გასულ კვირას ინიციატივა ეკა ბესელიამ არასამთავრობოებსა და დიპლომატიურ კორპუსს გააცნო. პარალელურად, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ფრაქციის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციებს განაგრძობენ.

კონკრეტული სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს ზვიად კვაჭანტირაძე.

დღის ამბები