"პატრიოტთა ალიანსი" საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს ახალი უმცირესობის შექმნას სთავაზობს.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრის, გიორგი ლომიას თქმით, ის მოხარული იქნება თუ კი "ქართული ოცნებიდან" დეპუტატების ნაწილი მათ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდება.
დავით ჭიჭინაძის წასვლის შემდეგ, ფრაქცია "პატრიოტები" დაშლის პირას იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ, ფრაქციის ფრაქციისთვის საჭირო მე-6 დეპუტატივერ მოიძიეს, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" ოფიციალურად შეწყვეტს არსებობას.
“უმრავლესობას, ახლა მე წავიკითხე რაღაც ნახევარი საათის წინ, რომ კიდევ 30 წევრამდე გამოაკლდება. ანუ უმცირესობის დაშლა გარდაუვალია, მე დღევანდელ უმცირესობაზე ვსაუბრობ, რომც გაერთიანდნენ ნაცები და ევრონაცები, რამდენად შესაძლებელია ახალი უმცირესობა შეიქმნას, შესაძლებელია კი არა პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, როგორც უმცირესობა შესაძლებელია რა თქმა უნდა,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.