19 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
"პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი კი არ არის ზურაბ აბაშიძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია" - სამადაშვილი

"პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი კი არ არის ზურაბ აბაშიძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია" - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.  

სხდომა, სადაც დეპუტატებს კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოესმინათ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით დაიხურა. 

სალომე სამადაშვილი სხდომის დახურვას ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ ტრიბუნასთან ახსნას ზურაბ აბაშიძემ რატომ უნდა დაიხუროს სხდომა და ამის შემდეგ მიიღებდნენ დეპუტატები შესაბამის გადაწვეტილებას კენჭისყრის მეშვეობით. 

"ბიძინა ივანიშვილი ამ პარლამენტში როდესმე მოვა? მაინტერესებს. მაინტერესებს, როდესაც პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი კი არ არის ზურაბ აბაშიძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელია. ჩვენ იმის უფლებასაც არ გვიტოვებთ, რომ საჯაროდ ვკითხოთ მას, ვის ინტერესებს წარმოადგენს რუსებს როცა ესაუბრება? მე მაქვს შეთავაზება, გამოვიდეს ბატონი აბაშიძე ტრიბუნასთან და წარმოადგინოს მოტივაცია, რატომ უნდა დაიხუროს ეს სხდომა. მისგან მოვისმინოთ საჯაროდ ახსნა, რატომ უნდა დაიხუროს დღევანდელი სხდომა და ამის შემდეგ ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები